არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა მედიკოსთა ქსელი" დაფუძნდა აქტიური ახალგაზრდების მიერ საქართველოში 2010 წლის თებერვალში. ,,ახალგაზრდა მედიკოსთა ქსელის" ძირითადი მიზნები და ამოცანები: სტუდენტ მედიკოსთა, ასპირანტთა, ახალგაზრდა ექიმ-რეზიდენტთა და ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე ახალგაზრდების გაერთიანება და მათი უფლებების დაცვა.ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა და მონაწილეობა. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და დასაქმებისათვის ხელშეწყობა.არასწორი სამედიცინო საქმიანობის შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვა და ინფორმირება მათი უფლებების შესახებ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარება, ჰუმანიტარული და საქველმოქმედო საქმიანობა. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ მსგავს ორგანიზაციებთან, სასწავლო-სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის დამყარება. "საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა ქსელის" ძირითადი სტრატეგია:მოსახლეობის სამედიცინო განათლება, პაციენტთა სამედიცინო განათლება და სტუდენტთათვის სამედიცინო არაფორმალური განათლების მიწოდება. მოსახლეობის სამედიცინო განათლება მოიცავს მოსახლეობისათვის საჭირო და საინტერესო თემებისათვის მიძღვნილ ყველა საგანმანათლებლო შინაარსის პროექტს. მაგ: აივ ინფექცია/შიდსი, ალკოჰოლიზმი/ნარკომანია, თამბაქო, ტუბერკულოზი, შაქრიანი დიაბეტი, ათელოსკლეროზი, ოსტეოპოროზი და სხვ. ასევე ძალადობა, გენდერი, პირველადი სამედიცინო დახმარება და სხვ.პაციენტთა სამედიცინო განათლება მოიცავს პაციენტისათვის ადვილად აღსაქმელი ფორმით სამედიცინო შინაარსის მქონე აუცილებელი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებულ პროექტებს. მაგ: გულის ინფარქტის, ინსულტის, ჩიყვის, ართრიტის, გრიპის, და სხვა გავრცელებული დაავადებების შესახებ ინფორმაციის პოპულარულ და გასაგებ ენაზე მოწოდებას.არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა მედიკოსთა ქსელი" თანამძშრომლობს რეგიონების მოსახლეობასთანაც, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, სოციალურად დაუცველი პირებისათვის, მზრუნველობას მოკლებული ბავშთა სახლების, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შესაბამის პროექტებში ჩასართავად ვახორციელებთ სხადასხვა პროგრამას, როგორიცაა ვაქცინაცია, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, დონორობა, მოსახლეობის ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა და სხვა.

Calendar

Previous August 2020 Next
MoTuWeThFrSaSu
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31